Thursday, May 10, 2012

ლაბრადორ-რეტრივერი


სიმაღლე ხვადი 56-57სმ,  ძუ 54-56სმ.
წონახვადი  40-45კგ.,  ძუ  30-40კგ.
სიცოცხლის ხანგრძლივობა: 12-15წ.
წარმომავლობა: დიდი ბრიტანეთი






                   წარმომავლობა 


ლაბრადორის წარმოშობის ზუსტი თარიღი დაუდგენელია, თუმცა ცნობილია, რომ მისი წინაპრები სამხრეთამერიკელი ინდიელების ძაღლები იყვნენ, რომლებიც მეთევზეებს ბადეების ამოღებაში ეხმარებოდნენ. პირველად ევროპელებმა ეს შრომისმოყვარე ძაღლები ქალაქ სენტ-ჯონსის(კუნძულ ნიუფაუნდლენდის ეკონომიკური ცენტრი) პორტში აღმოაჩინეს. ამიტომ თავდაპირველად მათ სენტ-ჯონსის სახელი შეარქვეს. აღსანიშნავია ისიც, რომ ამ ჯიშის სახელის წარმოშობასთან დაკავშირებით, რამდენიმე ვერსია არსებობს. პირველი ვერსიით, ლაბრადორი შავი ფერის იყო. ამ შეფერილობით მათ ლაბრადორიტის ქვას ამსგავსებდნენ და შესაძლოა ამიტომ მიიღეს ეს სახელწოდება. მეორე ვერსიით, ლაბრადორის წინაპრები ნახევარკუნძულ ლაბრადორიდან იყვნენ. მესამე ვერსიის თანახმად ლაბრადორები პირველად პორტუგალიელებმა ნახეს და მათი შრომისმოყვარეობით მოხიბლულებმა ლაბრადორი ანუ მშრომელი უწოდეს.





              ჯიშის აღწერა 

 რეტრივერი მონადირე ძაღლის ჯიშებს მიეკუთვნება. რეტრივერის სხვადასხვა ჯიშის სახეობებია გავრცელებული, რომელთა შორის ევროპასა და ამერიკაში საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს ლაბრადორ-რეტრივერი, გოლდენ(ოქროსფერი) რეტრივერი, ახალშოტლანდიური რეტრივერები. რეტრივერის განსაკუთრებული ყნოსვის უნარი გააჩნია, ბრწყინვალე მახსოვრობით გამოირჩევა, მძლავრი კონსტიტუციური აგებულებისაა, ამასთან-ძალზე ძლიერი და ამტანიც. ლაბრადორი მძლავრი აგებულების, ძალზე აქტიური ძაღლია. აქვს მოკლე და ხშირი ბეწვი. გრძელი თავის ქალა აქვს. ყბა საშუალო სიგრძის, მაგარი. ცხვირი გრძელი, ლამაზი ფორმის. თვალები-საშუალო ზომის, თაფლისფერი და ტყის კაკლის ფერი. ყურები-ჩამოკიდებული, მოკლე და მსუბუქი. კისერი-ძლიერი, მაგარი. თათი-მრგვალი, კარგად განვითარებული. კუდი- სქელი, სშუალო სიგრძის. შეფერილობა-შავი, ყვითელი, თეთრი.



 ხასიათი 


ლაბრადორი ჭკვიანი, ყურადღებიანი და დამჯერი ძაღლია, რომელიც მუდამ მზად არის, თავის პატრონს რამეთი ასიამოვნოს, ხასიათით მეგობრულია და ამასთანავე არ გამოირჩევა ზედმეტი აგრესიულობით.


 დანიშნულება

ლაბრადორის შესაძლებობები მრავალმხრივია. ის არის კარგი მონადირე, ერთგული მეგობარი, იდეალური კომპანიონი. ლაბრადორ რეთრივერი შეიძება გამოყენებული იყოს როგორც სამსახურეობრივი ძაღლი, რადგანაც არის ერთგული გამცილებელი და მხედველობა დაქვეითებული ადამიანებისათვის შესანიშნავი გზამკვლევი. ლაბრადორის შესაძლებლობებს იყენებენ როგორც ნარკოტიკების, ასევე ასაფეთქებელი საშუალებების ძიებისას. არის კარგი მაშველი.



წყაროს სანახავად დააჭირედ შესაბამის   ბმულს



No comments:

Post a Comment