Thursday, May 10, 2012

ლაბრადორ-რეტრივერი


სიმაღლე ხვადი 56-57სმ,  ძუ 54-56სმ.
წონახვადი  40-45კგ.,  ძუ  30-40კგ.
სიცოცხლის ხანგრძლივობა: 12-15წ.
წარმომავლობა: დიდი ბრიტანეთი






                   წარმომავლობა 


ლაბრადორის წარმოშობის ზუსტი თარიღი დაუდგენელია, თუმცა ცნობილია, რომ მისი წინაპრები სამხრეთამერიკელი ინდიელების ძაღლები იყვნენ, რომლებიც მეთევზეებს ბადეების ამოღებაში ეხმარებოდნენ. პირველად ევროპელებმა ეს შრომისმოყვარე ძაღლები ქალაქ სენტ-ჯონსის(კუნძულ ნიუფაუნდლენდის ეკონომიკური ცენტრი) პორტში აღმოაჩინეს. ამიტომ თავდაპირველად მათ სენტ-ჯონსის სახელი შეარქვეს. აღსანიშნავია ისიც, რომ ამ ჯიშის სახელის წარმოშობასთან დაკავშირებით, რამდენიმე ვერსია არსებობს. პირველი ვერსიით, ლაბრადორი შავი ფერის იყო. ამ შეფერილობით მათ ლაბრადორიტის ქვას ამსგავსებდნენ და შესაძლოა ამიტომ მიიღეს ეს სახელწოდება. მეორე ვერსიით, ლაბრადორის წინაპრები ნახევარკუნძულ ლაბრადორიდან იყვნენ. მესამე ვერსიის თანახმად ლაბრადორები პირველად პორტუგალიელებმა ნახეს და მათი შრომისმოყვარეობით მოხიბლულებმა ლაბრადორი ანუ მშრომელი უწოდეს.





              ჯიშის აღწერა 

 რეტრივერი მონადირე ძაღლის ჯიშებს მიეკუთვნება. რეტრივერის სხვადასხვა ჯიშის სახეობებია გავრცელებული, რომელთა შორის ევროპასა და ამერიკაში საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს ლაბრადორ-რეტრივერი, გოლდენ(ოქროსფერი) რეტრივერი, ახალშოტლანდიური რეტრივერები. რეტრივერის განსაკუთრებული ყნოსვის უნარი გააჩნია, ბრწყინვალე მახსოვრობით გამოირჩევა, მძლავრი კონსტიტუციური აგებულებისაა, ამასთან-ძალზე ძლიერი და ამტანიც. ლაბრადორი მძლავრი აგებულების, ძალზე აქტიური ძაღლია. აქვს მოკლე და ხშირი ბეწვი. გრძელი თავის ქალა აქვს. ყბა საშუალო სიგრძის, მაგარი. ცხვირი გრძელი, ლამაზი ფორმის. თვალები-საშუალო ზომის, თაფლისფერი და ტყის კაკლის ფერი. ყურები-ჩამოკიდებული, მოკლე და მსუბუქი. კისერი-ძლიერი, მაგარი. თათი-მრგვალი, კარგად განვითარებული. კუდი- სქელი, სშუალო სიგრძის. შეფერილობა-შავი, ყვითელი, თეთრი.



 ხასიათი 


ლაბრადორი ჭკვიანი, ყურადღებიანი და დამჯერი ძაღლია, რომელიც მუდამ მზად არის, თავის პატრონს რამეთი ასიამოვნოს, ხასიათით მეგობრულია და ამასთანავე არ გამოირჩევა ზედმეტი აგრესიულობით.


 დანიშნულება

ლაბრადორის შესაძლებობები მრავალმხრივია. ის არის კარგი მონადირე, ერთგული მეგობარი, იდეალური კომპანიონი. ლაბრადორ რეთრივერი შეიძება გამოყენებული იყოს როგორც სამსახურეობრივი ძაღლი, რადგანაც არის ერთგული გამცილებელი და მხედველობა დაქვეითებული ადამიანებისათვის შესანიშნავი გზამკვლევი. ლაბრადორის შესაძლებლობებს იყენებენ როგორც ნარკოტიკების, ასევე ასაფეთქებელი საშუალებების ძიებისას. არის კარგი მაშველი.



წყაროს სანახავად დააჭირედ შესაბამის   ბმულს



Saturday, May 5, 2012

სენბერნარი & კანე კორსო

სენბერნარი - დიდი, ხშირბეწვიანი ძაღლის ჯიში. პირველად მე-XVII საუკუნეში გამოიყვანესსენ-ბერნარის მონასტრის ბერებმა. მონასტერი მაღალმთიან ალპებში მდებარეობს. სენბერნარები სიცივეს კარგად იტანენ და შესანიშნავი ორიენტაციის უნარი აქვთ. ამიტომ შეეძლოთ, დახმარებოდნენ მეგზურებს, რომლებსაც ხალხი სენ-ბერნარის სახიფათო უღელტეხილზე გადაჰყავდათ.







კანე კორსო — უძველესი იტალიური ჯიშის ძაღლი. მას იყენებდნენ დიდ ცხოველებზე სანადიროდ, სასახლეების და ეკლესია მონასტრების დასაცავად, პირად მცველებად და ბრძოლებში. ეს ჯიში სამოცდაათიანი წლების ბოლოს გადაშენების პირას იყო, მაგრამ იტალიელი მეცნიერის ჯოვანი ბონატის ძალისხმევით გადარჩა. დღეს მას მრავალი ქვეყნის ძაღთსაშენებში ამრავლებენ.
კანე კორსოს აქვს მსხვილი ძვლები და კარგად განვითარებული მუსკულატურა. აქვს განიერი თავი სამკუთხედი ჩამოკიდებული ყურები, ყურებს და კუდს ხშირ შემთხვევაში უკეთებენ კუპირებას. შეფერილობა შავი, რუხი, ალიფერი და ვეფხვისფერი.
კანე კორსო არის პატრონის და მისი ოჯახის ერთგული ძაღლი. გაწონასწორებული ფსიქიკით და ადვილად იწვრთნება. არის უაღრესად მამაცი და არასდროს არ იხევს უკან. საფრთხის დროს ყოველთვის იღებს სწრაფ და სწორ გადაწვეტილებას. თუ ძაღლი გყავთ კორპუსის ბინაში მას ჭირდება ხშირი ფიზიკური დატვირთვა.
კანე კორსო მსოფლიოში ერთერთი საუკეთესო სამსახურო ძაღლია. მას იყენებენ ობიექტების დასაცავად, პირად მცველებად, აგრეთვე იყენებენ პოლიციაში. იგი იმდენად გონიერი ძაღლია რომ თავისუფლად შეუძლია ძიძის მაგივრობა გაუწიოს ბავშვს.

წყაროს სანახავად დააჭირეთ ბმულს

ინგლისური კოკერ-სპანიელი

      ინგლისური კოკერ-სპანიელი — ძაღლის ჯიში, რომელიც ხელოვნური მეთოდით გამოიყვანეს XIX საუკუნეში. ამ ძაღლის შექმნის პირველადი მიზანი იყო იდეალური სანადირო ძაღლის შექმნა. 1902 წელს ის ოფიციალურად აღიარეს ძაღლის ჯიშად. თანამედროვე ინგლისური კოკერ-სპანიელი ძლიერ შეიცვალა პირველი მდგომარეობიდან.
     იერსახე:ინგლისური კოკერსპანიელი იდეალურადაა დაწყობილი.
  • თავი დიდია, მაგრამ აქვს სწორი ფორმა, თვალები მრგვალია, მუქია, გრძელი ყურები დაბლაა ჩამოწეული.
  • ისინი ძალიან აქტიური და მხიარული ძაღლები არიან რის გამოც მათ აქვთ განვითარებული კუნთები.
  • მათ აქვს ბევრი განსხვავებული ფერი.
  • ბეწვი საშუალო ზომისაა და ფუმფულაა.
  • ისინი შესანიშნავად ცურავენ


ხასიათი
ინგლისური კოკერ-სპანიელი — ესაა ნამდვილი სანადირო ძაღლი, ჩვენ შეგვიძლიათ ის დავარქვათ სპორტული, რადგან ის მუდან მოძრაობს. ის რომ ისინი ურთიერთმოყვარე და მეგობრულები არიან ეს არ ნიშნავს რომ მას არ შეუძლია დაიცვას სახლი, ისინი მგრძნობიარეები არიან ადამიანის განწყობილებაზე. მათ აქვთ ძლიერი ყნოსვა და მხედველობა     

                                               მოვლა


მათი მოვლა საკმაოდ ადვილია, ის უნდა ვვარცხნოდ რეგულარულად. არის პრობლემა - გრძელი ყურები რომლებიც ხშირად ეთრევათ დაბლა (მაგალითად დასუნვის და ჭამის დროს) ჩვენ უნდა ვიზრუოთ ყურების სისუფთავეზე და ჯანმრთელობაზე იმიტომ რომ ეს სუსტი ადგილია მსგავსი ძაღლებისთვის. არ ღირს ბევრი საჭმელის დაყრა მისთვის.

ინგლისური კოკერ სპანიელების სიცოცხლის ხანგრძლივობა დაახლოებით არის 11-12 წელი.









  • წყაროს სანახავად დააჭირეთ ბმულს

    .



გერმანული ნაგაზი


ხასიათი: გერმანული ნაგაზი – ყველაზე ძლიერი და, მრავალი მეძაღლის მოსაზრებით, ყველაზე ჭკვიანი ძაღლია. იგი მამაცი, გონებამახვილი, პატრონის ოჯახის მიმართ არაჩვეულებრივად ერთგული ძაღლია, მეგობრულია ბავშვებთან, ადვილად იწვრთნება, ეჭვიანია უცხოებისადმი, ფხიზელი და ყურადღებიანია, უყვარს მუშაობა, აქვს თვითსწავლების შესანიშნავი უნარი.

გამოყენება. გერმანული ნაგაზი არ არის მხოლოდ შესანიშნავი მწყემსი და დარაჯი საველე საქონლისათვის. ეს ძაღლები მამაცად იბრძოდნენ მეორე მსოფლიო ომის დროს. ისინი მსახურობენ პოლიციაში (მათ კვალის აღება რამდენიმე დღის გასვლის შემდეგაც კი შეუძლიათ), ჯარში, მუშაობენ წითელ ჯვარში, მათ იყენებენ ადამიანთა საძებნად მიწისძვრებისა და ჩამოზვავებების დროს, იყენებენ მაშველთა როლში წყალში, მთებში, ხანძრების დროს. არ არის არაფერი ისეთი, რასაც ისურვებთ ძაღლისაგან და ამას არ გააკეთებს გერმანული ნაგაზი. იგი უბადლო პირადი მცველია თავისი შესანიშნავი დაცვითი რეფლექსისა და ელვისებრი შეტაკებების წყალობით.
























წყაროს სანახავად დააჭირეთ ბმულს

კურცხალი


          კურცხალი




      კურცხალი (გერმ. Kurzhaar) — მოკლებეწვიანი მეძებარი ძაღლის ჯიში. კონინენტურ მეძებართა შორის ფართოდაა გავრცელებული. გამოყვანილია გერმანიაში XIX საუკუნის დამლევს ადგილობრივი, ფრანგული და ესპანური მეძებრების შეჯვარებით. ექსტერიერისა და საველე თვისებების გასაუმჯობესებლად აჯვარებდნენ ინგლისურ პოინტერთან. ამავე პერიოდში შემოიყვანეს რუსეთში, შემდეგ მცირე რაოდენობით აქართველოშიც გავრცელდა. კურცჰაარისთვის დამახასიათებელია მაგარი მშრალი ტიპის კონსტიტუცია, გაწონასწორებული და მოძრავი ტემპერამენტი, კარგად განვითარებული ძვალ-კუნთოვანი სისტემა. ძებნის დროს მოძრაობს ზომიერი ოთხით ან სწრაფი ჩორთით. აქვს უნივერსალური ყნოსვა, კარგად მოაქვს მოკლული ფრინველი. ხვადის სიმაღლეა 62-66 სმ, ძუსი 58-64 სმ. ყავისფერია, ზოგჯერ ყავისფერლაქებიანი ან კოპლებიანი თეთრი. საშუალოდ კურცჰაარი ცხოვრობს 12-14 წელს.

კუდის 2/3-ს დაბადენიდან მე-3 დღეს აჭრიან.

    











წყაროს სანახავად დააჭირეთ ბმულს

პუდელი

პუდელი
     პუდელი —ძაღლის ჯიშია რომლის ზუსტი წარმომავლობა დღემდე უცნობია, ნაწილი თვლის რომ ის საფრანგეთში  წარმოიშვა, მეორე ნაწილის აზრით პუდელის სამშობლო გერმანიაა. არსებობს ვერსია რომ მისი წინაპრები მონადირე ძაღლები იყვნენ.
     პუდელი არის პატარა ტანის ძაღლი დახვეული ბეწვით. შეფერილობა-შავი, თეთრი, ყავისფერი, ოქროსფერი და ვერცხლისფერი ბეწვით.
     პუდელი არის ძალიან მხიარული, ჭკვიანი და მოძრავი ძაღლი. უყვარს სეირნობა და თამაში. ადვილად ექვემდებარება წვრთნას. კეთილგანწყობილია ოჯახის ყველა წევრის მიმართ.
      პუდელი არის მთელს მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული დეკორატიული ძაღლი.მისი მონაცემებია:  სიმაღლე: ხვადი 24-28სმ, ძუ 20-25სმ. წონა: ხვადი 2,5-3, ძუ 2-2,5. სიცოცხლის ხანგრძლივობა: 12-15 წელი წარმომავლობა: საფრანგეთი, გერმანია.


                                                    
წყაროს სანახავად დააჭირეთ ბმულს

Friday, May 4, 2012

10 ყველაზე ჭკვიანი ძაღლის ჯიში

Add caption
 საზოგადოებაში გავრცელებული სტერეოტიპები ხშირად ადამიანებს ხელს უშლის ძაღლის შერჩევაში, მაგალითად ის რომ როტვეილერი აგრესიულია, დობერმანი კაციჭამია, ბოქსიორი არამდგრადი ხასიათის, ეს რა თქმა უნდა სწორი არ არის. მთავარია როგორ გავზრდით ძაღლს და როგორ ცხოვრების წესს შევაჩვევთ. ასე რომ ჩემი თხოვნა იქნება როცა გადაწყვეტთ ძაღლის შეძენას, გარგად გაიაზრეთ რისთვის, და რატომ გინდათ ის.
კიდევ ერთი ფაქტი, და ყველაზე მნიშვნელოვანი, გთხოვთ ნუ გამოიყენებთ ძაღლებს საჩხუბრად და მათი ტკივილის ხარჯზე ფულის გამომუშავებას!
1.ავსტრალიური მენახირე                         6. დობერმანი
2. როტვეილერი                                    7. ოქროსფერი რეტრივერი
3. პაპილონი                                        8. გერმანული ნაგაზი
4. ლაბრადორ რეტრივერი                         9. პუდელი
5. შოტლანდიური მეცხვარე                       10. ინგლისური კოლი


  • სურვილის შემთხვევაში უფრო ვრცლად ყველა ამ 10 ჯიშის შესახებ იხილეთ შემდეგ ბმულზე

შარპეი


        შარპეი


შარპეი - მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი ჯიშია. მისი სახელი მისი ჯაგრისებური ბეწვისგან წარმოსდგება, შარპეი ჩინურად ზვიგენის კანს და ზუმფარას ქაღალდს ნიშნავს. ის ძალიან მშვიდი და საყვარელი ძაღლია და ერთი შეხედვით თითქოს არ იმსახურებს თავის მეორე სახელს – ჩინურ საბრძოლო ძაღლს. თუმცა ამ ძაღლმა მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია ძაღლების ორთაბრძოლაში თავისი მოფლაშული, დანაოჭებული ტყავის წყალობით, რომელსაც მეტოქე კბილს ვერ ავლებდა.

შარპეის აღმოსავლელი წინაპრები, როგორც ჩანს ძვ.წ.206 და ახ.წ. 220 წლების შორის პერიოდიდან მოდიან. ასეთი ძაღლები ჩინეთის ჰანის დინასტიის ხელოვნების ნიმუშებზეა გამოსახული. ზოგი ვარაუდობს,რომ ამ ჯიშის წინაპარი უფრო მოზრდილი, ახლა უკვე გადაშენებული, ძაღლია, რომელიც ტიბეტსა და ჩინეთის ჩრდილოეთ პროვინციებში დაახლ.2000 წლის წინ ბინადრობდა. ზოგის აზრით კი ის ჩინეთის სამხრეთ პროვინციის ძაღლებს ენათესავება. 1947 წელს ძაღლზე გადასახადი ჩინეთში ისე გაიზარდა, რომ ბევრ მეპატრონეს გაუჭირდა შარპეის შენახვა და ამ ძაღლის რიცხვმა საგრძნობლად იკლო. 1970-იან წლებში გაჭირვებაში ჩავარდნილ შარპეის ამერიკელი სელექციონერები დაეხმარნენ. 1981 წლიდან შარპეი დიდ ბრიტანეთშიც გავრცელდა.

შარპეისთან ყოფნა სახალისოა – ყოველთვის კარგად იქცევა და უყვარს ადამიანებთან ურთიერთობა.

შარპეის ქუთუთოების ჩაკეცვისკენ აქვს მიდრეკილება. ეს თვალების დაავადებაა,რომელიც შესაძლოა დროული მკურნალობის გარეშე სიბრმავით დამთავრდეს.

შარპეის ლეკვები თვითონვე სწავლობენ, რომ სახლში მოსაქმება არ შეიძლება. ზომა – 45-51 სმ სიმაღლის.




წყაროს სანახავად დააჭირეთ ბმულს 

WEB - ბიბლიოთეკა

ელექტრონული ვერსიის  ”ცოფთან ბრძოლის კონცეფცია ”    სანახავად დააჭირეთ ბმულს

Thursday, May 3, 2012

ციმბირული ჰასკი




შეფერილობა: აბსოლიტურად ყველა ფერის 

სიმაღლე (მინდაოში): ხვადი: 53-60 სმ. ძუ:50-56 სმ.

წონა: ხვადი:20-28 კგ. ძუ: 15-23 კგ.

თვალების ფერი: ცისფერი, ყავისფერი, ან ერთი ცისფერი - მეორე ყავისფერი. 

წარმომავლობა:  • FCI-ს მიხედვით - აშშ

                                       • ფაქტიური - რუსეთი



სტანდარტის ნომერი 270 (FCI-Standard N° 270/ 24. 01. 2000 / GB)



დადებითი თვისებები:


• კეთილგანწყობილი;
• მეგობრული;
• ბავშვების მოყვარულ
• მუდამ ხალისიანი
• პატრონის ერთგული


თავისებურებები:


• ესაჭიროება სისტემატიური ხანგრძლივი სეირნობა (სასურველია ბუნებაში)
• სჭირდება დიდი საცხოვრებელი ტერიტორია
• არ გამოირჩევა ოჯახის დაცვის უნარიანობით




ციმბირული ჰასკი არის ერთერთი უძველესი სახეობა ძაღლებს შორის. ის გამოყვანილია როგორც მარხილის ძაღლი (მუშა ძაღლი), თუმცა სხვა ფუნქციებსაც ითავსებს ჩინებულად. დღევანდელ ცხოვრებაში ჰასკი გახდა ადამიანის კომპანიონი, შოუების ხშირი სტუმარი და ძალიან კარგი მსახიობი.


სახეობის ისტორია
ჰასკის აღწერილობა მეტყველებს იმაზე, რომ ეს სახეობა პირველად გამოჩნდნენ ჩუქჩებთან. იყო დრო როცა საჭირო გახდა სანადირო ტერიტორიების გაფართოება, რისთვისაც საჭირო იყო ძაღლი, რომელსაც შეეძლებოდა სწრაფად გადაადგილება დიდ მანძილზე და მსუბუქი ტვირთის გადატანა სანადირო ტერიტორიიდან დასახლებულ პუნქტამდე, და პირიქით. მარხილში შებმული იყო 15-17 ძაღლი და გადაჰქონდათ ტვირთი. ჰასკები ცხოვრობდნენ ჩუქჩების ქოხებში, ამიტომ ისინი გამოყვანეს როგორც მაქსიმალურად არააგრესიული ძაღლი, რომელსაც შეეძლებოდა პატარა ბავშვებთან ურთიერთობა


XX საუკუნის დასაწყისში, როდესაც საბჭოთა კავშირში შედგენილი იქნა ჩრდილოეთის ძაღლების საერთო რეესტრი, რატომღაც ციმბირული ჰასკი ვერ მოხვდა ამ რეესტრში (რუსების დიდი მინუსი), მიზეზი დასახელდა ის რომ, ჰასკები არ იყვნენ ძალიან დიდები და ეფექტურები მძიმე ტვირთის ტრანსპორტირებისთვის. ეს და კიდევ რამოდენიმე მიზეზი გახდა საბაბი იმისა რომ უკვე 1940 წლისთვის ჰასკებმა ფაქტიურად შეწყვიტეს არსებობა საბჭოთა კავშირში. სახეობა შენარჩუნებული იქნა მხოლოდ აშშ-ში (ალიასკაზე), რაც არის მარხილებით რბოლების დიდი დამსახურება. 1908 წლიდან დღემდე ყოველწლიურად ტარდება ასეთი რბოლები, სადაც მთავარი გმირები არიან სწორედ ციმბირული ჰასკები. სწორედ ჰასკებს აღმოაჩნდათ ტალანტი ამ რბოლებისთვის, ისინი ფლობდნენ საუკეთესო სარბოლო სისწრაფეს, ამიტომ ისინი ხშირად ჩამოყავდათ ალიასკაში, შეჯიბრებისთვის და მომავალში გამრავლების მიზნით. 
ისტორიამ შემოგვინახა იმ ადამიანის სახელები, რომლებმაც გადაგვირჩინეს ეს სახეობა გაქრობისაგან. ესენი იყვნენ: უკრაინელი ვაჭარი უილიამ ჰუსაკი (მონაწილეობას იღებდა ალიასკურ რბოლაში 1909 წელს), შოტლანდიელი ოქროსმაძიებელი ფოქს მაულ რეიმსი (მონაწილეობას იღებდა ალიასკურ რბოლაში 1911 წელს), ბეწვეულით მოვაჭრე ოლაფ სვენსონი, (რომელსაც კარგად ჰქონდა შესწავლილი ჰასკების მოვლა-გამრავლება 1930-იანი წლების ბოლოს), და რაღათქმაუნდა ნორვეგიელი მრბოლელი ლეონარდ სეპალა


ლეონარდ სეპალა ჩამოვიდა ალიასკაში 1901 წელს, 1915 წლამდე ის მუდმივად იგებდა სხვადასხვა რბოლებს თავის ძაღლებით, რომლებიც ჩამოყვანილი ყავდა ციმბირიდან. სეპალა შერაცხული იქნა ყველაზე სწრაფ მრბოლელად, ის ზედიზედ იგებდა ყველა რბოლას. 
სწორედ სეპალა გახდა „მოწყალეობის დიდი რბოლის“ უმთავრესი ფიგურა 1925 წლის ზამთარში, როდესაც ქალაქი ნომი მოიცვა დიფტერიის საშინელმა ეპიდემიამ. რომლის სამიზნეც პატარა ბავშვები შეიქმნენ. სასწრაფოდ საჭირო გახდა ვაქცინის (მედიკამენტების) ჩამოტანა უახლესი რკინიგზის სადგურიდან ქალაქ ნომამდე. უამნიდობის გამო თვითმფრინავების აფრენა შეუძლებელი იყო, ამიტომ გადაწყდა წამალი ძაღლების მარხილით მიეწოდებინათ ქალაქისთვის. სეპალამ, ძაღლებთან ერთად გაიარა ყველაზე რთული გზა ნორტონის ყურეში, ხოლო მისმა ლიდერმა ჰასკმა (ვოჟაკმა) სახელად ტოგომ, თავი გამოიჩინა ყველაზე მეტად, შეუფასებელი დახმარება გაუწია თავის პატრონს. მან დიდი სიმამაცე გამოავლინა და რამდენჯერმე იხსნა მარხილი დაღუპვისაგან. 
1925 წლის იანვარში ალიასკის ქალაქი ნომი ფაქტიურად მოწყდა დანარჩენ სამყაროს. ტელეგრაფით გადაიცა შეტყობინება: „ნომი იძახებს... ნომი იძახებს... დიფტერიის ეპიდემია გვაქვს... არ გვაქვს ვაქცინა... სასწრაფოდ გვესაჭიროება დახმარება... ნომი იძახებს...“. არქტიკული შტორმი არ იძლეოდა თვითმფრინავის აფრენის საშუალებას, რომელიც იმყოფებოდა სიეტლში, რომ გადაეფრინათ მედიკამენტრები. სწორედ ამ ქალაქში იყო ვაქცინის მარაგი. წამლის ნაწილი გაგზავნილი იქნა მატარებლით ქალაქ ანკორიჯიდან ქალაქ ნენანამდე, სადაც მთავრდებოდა რკინიგზა. დანარჩენი გზის გავლა შესაძლებელი იყო მხოლოდ მარხილით, ამიტომ შეიკრიბა 20 საუკეთესო მრბოლელი და დაახლოებით 150 უსწრაფესი ძაღლი, რომლებმაც მოაწყვეს რბოლა პატარების სიცოცხლის გადასარჩენად. მათ უნდა გაეარათ გზა ნომიდან ნენანამდე და შემდეგ დაბრუნებულიყვნენ უკან ვაქცინასთან ერთად. გასავლელი მანძილი იყო 674 მილი (1085 კმ). სხვა მრბოლელებთან ერთად ლეონარდ სეპალაც თავის მარხილით, გაიჭრა წამლის ჩამოსატანად. მან მოახერხა პირველი მისულიყო დანიშნულების ადგილამდე, მოატრიალა მარხილი და გამობრუნდა უკან ვაქცინასთან ერთად. ტემპერატურა მინუს 30 გრადუსი იყო. დროის მოგების მიზნით ლეონარდმა გარისკა და აირჩია მოკლე გზა ნორტონის ყურეზე, ყინულზე. 80 კმ ძაღლებმა გაირბინეს ღამე, საშინელ ქარბუქში. ყინული იბზარებოდა მარხილის ქვემოთ, ძაღლების ფეხქვეშ. იყო საშიშროება იმისა რომ ყინული ჩამტვრეულიყო, ან მოწყვეტილიყო ნაპირს და გაეტანა ზღვაში. სწორედ ასეც მოხდა, ყინულის დიდი ნაწილი, სადაც ლეონარდი და თავის ძაღლების გუნდი მოძრაობდნენ, მოწყდა ნაპირს და დაახლოებით რამოდენიმე საათის განმავლობაში ზღვაში ტივტივებდა, საბედნიეროდ, ღმერთმა არ გაწირა არც უპრიაჟკა და არც ეპიდემიით დაავადებული ბავშვები, და ყინული ნაპირისკენ გარიყა. ამის შემდეგ კიდევ ერთი საფრთხე შეექმნა ვაქცინას, მარხილი წყალში გადავარდა, თუმცა აქაც ივაშკაცეს ძაღლებმა და მარხილი წამლებთან ერთად უვნებლად ამოათრიეს. ტოგო ყინულივით წყალში გადახტა და იქედან ეშველებოდა სეპალას რომ მარხილი წყლიდან ამოიეტანათ. 3 საათის მერე როგორც იქნა, მოახერხეს გაყინული ტერიტორიიდან გაღწევა. ჩრდილოეთ სანაპიროზე ლეონადრმა გააჩერა უპრიაჟკა, ცეცხლი დაანთო, ძაღლები გამოკვება და თავშესაფარში შეიყვანა, ხოლო წამლები კი ცეცლთან ახლოს დადო რომ არ გაყინულიყო. მას იმედი ქონდა რომ რამოდენიმე საათში ქარიშხალი ჩადგებოდა. დილით ადრე ტემპერატურა კვლავ მინუს 30 გრადუსი იყო, ხოლო ქარიშხალი კი უფრო ძლიერდებოდა, თუმცა სეპალამ მაინც გადაწყვიტა რადაც არ უნდა დაჯდომოდა, წამალი მიეტანა ქალაქამდე, და სვლა განაგრძო საშინელ პირობებში. როცა მათ მიაღწიეს გოლოვინს, ძაღლებს ძალა გამოელიათ, ტოგო გაყინული იყო და აღარ შეეძლო მეტი სირბილი. მან ფეხები დაკარგა. ეს იყო ვაჟკაცი ძაღლის ბოლო გარბენა, რბოლის დროს ის უკვე 10 წლის იყო. თუმცა ვაქცინა უკვე ახლოს იყო ქალაქამდე, დარჩენილი იყო 78 მილი. სეპალამ თავის ძაღლებთან ერთად ფაქტიურად შეუსვენებლად გაიარა 260 მილი. 


ხოლო დარჩენილ მანძილზე კი ვაქცინა ატარა გუნარ კაასის მარხილმა, რომელსაც წინ მიუძღვოდა ციმბირული ჰასკი, ახალგაზრდა ვოჟაკი სახელად - ბოლთო. მან მოახერხა რომ არ აცდენოდა კურსს საშინელ ქარიშხალში და მიიტანა წამალი ქალაქამდე. ვაქცინა გაყინული იყო, თუმცა ვარგისიანი, და მაშინვე დაიწყეს მისი გამოყენება. 5 დღის შემდეგ ეპიდემია სრულიად შეაჩერეს და ქალაქი გადაარჩინეს უბედურებისაგან. 


რა თქმა უნდა ბოლთო და დანარჩენი ძაღლები ა.შ.შ.-ს გმირებად აღიარეს და ნიუ იორკის ცენტრალურ პარკში დაუდგეს ძეგლი წარწერით „გამძლეობა, ერთგულება, საზრიანობა“. ბოლთო გახდა ნამდვილი ვარსკვლავი, მასზე 30 წუთიანი ფილმიც კი გადაიღეს ჰოლივუდში „Balto's Race to Nome“, თუმცა დიდება მალევე დაიკარგა, დამსახურებები დაივიწყეს და ბოლთო თავის გუნდთან ერთად 1927 წელს გაყიდეს. თუმცა კლივლენდელმა ბიზნესმენმა ლოს ანჯელესში შეამჩნია ბოლთო თავის გუნდთან ერთად მოუვლელი და მოუწესრიგებელი, მისი მოთხოვნით, კლივლენდის მაცხოვრებლებმა მოახერხეს შეეგროვებინათ 2000$ და ბოლთო თავის გუნდთან ერთად გამოისყიდეს და კლივლენდის ზოოპარკში მიიყვანეს, სადაც კარგად უვლიდნენ და პატივს ცემდნენ როგორც გმირს. 







      ბოლთო (Balto) - ციმბირული ჰასკი, მარხილის ძაღლი, დაიბადა 1919 წელს ალიასკის ქალაქ ნომში. იგი იყო ძალიან ჭკვიანი და პატრონის ერთქული ძაღლი. ცხოვრების ბოლო წლები კლივლენდის ზოოპარკში გაატარა, ოჰაიოს შტატში. გარდაიცვალა 1933 წლის 14 მარტს.

ალიასკის სკოლებში დღესაც ასწავლიან ბოლთოს ისტორიას, ხოლო 1973 წლამდე, ყოველწლიურად ტარდებოდა მარხილში შებმული ძაღლების შეჯიბრი, რომელიც ზუსტად იმ მარშრუტს მოიცავდა, რომელიც ბოლთოს და დანარჩენი ძაღლების მიერ იყო გავლილი.

 ჩრდილოეთში მარხილი გახდა ტრანსპორტირების ერთერთი საშუალება, ხოლო ის რბოლა კი გაშუქებული იქნა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ჟურნალისტების მიერ.




 ციმბირული ჰასკების ახალი ეტაპი დაიწყო მას შემდეგ როდესაც ცისფერთვალება შავ-თეთრი შეფერილობის ჰასკი პირველად გაიყვანეს გამოფენაზე, და სწორედ ეს ჰასკი გახდა ამ გამოფენის გამარჯვებყლი. ამ გამარჯვების შემდეგ ციმბირულ ჰასკის გამოუჩნდა ახალი მიმართულება, ისინი ხშირი სტუმრები იყვნენ სილამაზის კონკურსების (გამოფენების), და რათქმაუნდა იგებდნენ ამ კონკურსებს. 1970 წლიდან, ამ სახეობის კეთლილი ხასიათიდან გამომდინარე დაიწყო კიდევ ერთი ეტაპი, ჰასკი გახდა ადამიანის ერთერთი საუკეთესო კომპანიონი, სახლის პირობებშიც კი.
 საბჭოთა კავშირიში გამქრალი ჰასკების შემდეგ, რუსეთში ჰასკი კვლავ გამოჩნდა 90-იან წლებში. პირველმა რუსულმა ძაღლსაშენმა «Акулова гора»-მ 1995 წელს ჩამოიყვანა ჰასკები ბელგიიდან და ჩეხეთიდან. 1997 წელს რუსეთის ძაღლების გამოფენაზე კი უკვე 14 ჰასკი მონაწილეობდა. ხოლო 2000 წელს РКФ-ს უკვე დარეგისტრირებული ყავდა 139 ჰასკის ლეკვი.
 ამ სახეობის ძაღლები არიან ძალიან მეგობრულები, პატრონის ერთგულები, ბავშვების მშვენიერი მეგობრები. ამიტომ ისინი აგრძელებენ გავრცელებას მთელ მსოფლიოში. თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მათი წინაპრები იყვნენ მუშა ძაღლები და ამ სახეობის გადაქცება სავარძლის ძაღლად არ არის რეკომენდირებული. მათ ესაჭიროებათ საკმაოდ ხანგრძლივი სეირნობა და სირბილი, მინიმუმ დილა-საღამოს მაინც.
ციმბირული ჰასკები შეგვიძლია დავყოთ 3 ჯგუფად: მუშა, სარბოლო და გამოფენის. 
ყველაზე იშვიათი დღესდღეობით არის მუშა ჯგუფის ჰასკები, საიდანაც დაიწყო სწორედ ამ ჯიშის პოპულიზაცია. დღევანდელ პირობებში ჰასკის ფაქტიურად არ გამოიყენებენ როგორც ტვირთის გადამზიდი ძაღლი, და როგორც მონადირე ძაღლი.
სარბოლო ჯგუფის ჰასკები - ესენი არიან სპორტისთვის დაბადებულნი, გამოირჩევიან სისწრაფით, ამტანობით. სისწრაფეს, რომელსაც ისინი ანვითარებენ ცხენის სისწრაფესაც კი აღემატება. გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ რომ სარბოლო ჰასკები არიან ურჩები და უკონტროლოები, არის მითი. ეს ჰასკები ჩვეულებრივად ცხოვრობენ ქალაქში პატრონთან ერთად. 
გამოფენის ჯგუფის ჰასკი - ესენი არიან უჭკვიანესები, ულამაზესები და ტალანტის მქონე მსახიობები. შოუ-ჰასკები არიან აბსოლიტურად განსხვავებულები ექსტერიერის მიხედვით, დამოკიდებულები არიან ძაღლსაშენზე. თუმცა მათი დაყოფა კიდევ შეიძლება ორ ქვეჯგუფად: ამერიკულები და ევროპულები. ამერიკულები უფრო მძიმეები, უფრო დიდები არიან და გამოირჩევიან წინა ნაწილის (მკერდის) განსაკუთრებული ლამაზი მოყვანილობით. ევროპულები, შედარებით მსუბუქი და პატარები არიან, თუმცა გამოირჩევიან თავისა და სახის ფორმის განსაკუთრებულად ლამაზი მოყვანილობით.



ოფიციალური სტანდარტი, მონაცემები და სპეციფიკაციები


ციმბირული ჰასკი უნდა იყოს აქტიური, სხარტი. საშუალო მოქნილი ტანის. პრიალა გრძელი ბეწვით, ხოლო შიგნით ხშირი შედარებით მოკლე ბეწვით. ყურები დამდგარი, სამკუთხედი ფორმის. კუდს უნდა ქონდეს გადახრილი ბუმბულის ფორმა.


თავი
თავის ქალა არის ტანის პროპორციული. გადასვლა ყელიდან თავისკენ არი არის გამოკვეთილი. სახე - საშუალო ზომის, ტუჩებს აქვს პიგმენტი. ყურებიც - საშუალო ზომის, სამკუთხედის ფორმის, არც ძალიან გადაწეული ერთმანეთის მიმართ. სქელი და მყარად დამდგარი, ზედა კუთხე ოდნავ მომრგვალებული და მხოლოდ ზემოთ მიმართული. თვალები - ნუშის ფორმის, ოდნავ დახრილი. თვალის ფერსაც გააჩნია პიგმენტი - ყავისფერი, ან ცისფერი, ან ერთი ყავისფერი, მეორე ცისფერი. თვალებზე გააჩნია ძალიან ლამაზი წამწამები. (ნაკლი - ერთმანეთთან ძალიან ახლოს ან ძალაინ დაშორებული თვალები). 


კისერი და მკერდი:
კისერი მდგარ მდგომარეობაში - აწეული, საშუალო ზომის. ხოლო მოძრაობის დროს ოდნავ დაბლა დახრილი, ზურგის პარალელურად. (ნაკლი - ზედმეტად სქელი, მოკლე ან გრძელი კისერი). მხრები უნა იდგეს ჰორიზონტალურად დახრილად 45“-ით. მკერდი დიდი და ღრმა, თუმცა არც ძალიან ფართე. (ნაკლი - ფართე ან ძალიან ვიწრო მკერდი).


ფეხები
წინა ფეხები არის ერთმანეთისგან საკმაოდ დაშორებული, სწორი და ერთმანეთის პარალელური. მუხლები არ არის გამოკვეთილი დგომის დროს. თათები ოდნავ დახრილი. (ნაკლი - მსხვილი და გამოკვეთილი მუხლები).
უკანა ფეხებიც ერთმანეთის პარალელური. მსხვილი კუდუსუნი, ფეხის კუთხეები გამოკვეთილი. მოძრაობის დროს თათები რჩება თავის მდგომარეობაში, არ იხრება არც შიგნით არც გარეთ. (ნაკლი - გახრილი, ძალიან დიდი ან ძალიან პატარა თათები). თათის ბალიშები თოვლთან კარგად ადაპტირებული, თათების სისთემური წმენდა თოვლზე მოძრაობისას არ არის რეკომენდირებული. თუმცა მყარ ზედაპირზე (მაგ: ყინულზე) მოძრაობისას, დიდი ხნის გაუსუფთავებელმა თათებმა შესაძლოა გამოიწვიოს თათების ტრამვა. ამოტომ ზოგიერთი კაიური იყენებს სპეციალურ „ფეხსაცმელებს“ ძაღლებისთვის. თათებზეც კი, ქვედა მხარეს ჰასკის გააჩნია ბეწვი.
წინა თათებზე ჰასკის აქვს თანდაყოლილი დამატებითი თითი. ეს თითები არ არის ზედმეტი, მათ ძაღლი იყენებს სახის გასასუფთავებლად. თუმზა ზოგიერთი კაიური ძაღლებს უკეთებს ოპერაციას და აშორებს ამ თითებს.


კუდი
ჰასკის კუდი არის საშუალო ზომის ძალიან ფუმფულა და ლამაზი, მოგვაგონებს მელიის კუდს. არის დამდგარი, კითხვის ნიშნის ფორმის და წააგავს გადახრილ ბუმბულს. კუდი არ არის დახვეული და არ დევს ზურგზე. პერიოდულად, წყნარ მდგომარეობაში, კუდი ეშვება დაბლა. ბეწვი კუდზე საშუალო ზომის. (ნაკლი - ძალიან დახვეული კუდი, ან თუ დევს ზურგზე, ან მუდამ დაშვებული კუდი)


შეფერილობა:
ციმბირული ჰასკის შეფერილობა შესაძლებელია იყოს აბსოლიტურად ყველანაირი: სულ თეთრი, სულ შავი, რამოდენიმე ფერის ერთდროულად. ხშირია შავ-თეთრი და ნაცრისფერ-თეთრი შეფერილობა. ასევე გვხვდება რიჟა შეფერილობაც. იშვიათია სულ ,იქი (თეთრის გარეშე) და სულ თეთრი შეფერილობა, და რათქმაუნდა არ ითვლება ნაკლოვანებად. 


ბეწვი
ჰასკის ბეწვი არც თუ ძალიან გრძელია თუმცა საკმაოდ სქელი, ბზინვარე, ფუმფულა და ლამაზი. ტოვებს კარგად ჩაცმული ცხოველის შთაბეჭდილებას. ჰასკის აქვს ორი ტიპის ბეწვი ერთდროულად: ერთი - შედარებით გრძელი და იშვიათი, და მეორე - მოკლე და საკმაოდ ხშირი. ჰასკის ბეწვი დაფარულია სპეციფიკური სითხით, რაც ხელს უშლის ტემპერატურის გაცემა-შღწევას. სწორედ ასეთი ტიპის ბეწვის დამსახურებაა ის რომ ჰასკის შეუძლია უპრობლემოდ ყოფნა როგორც მინუს 30 გრადუს სიცივეში, ასევე პლიუს 30 გრადუს სიცხეშიც. არ საჭიროებს ხშირ დაბანას. (ნაკლი - გრძელი ბეწვი, ან უხეში ბეწვი)


მოძრაობა, სირბილი:
ჰასკი ძალიან მსუბუქად და ელასტიურად გადაადგილდება, არის ძალიან სწრაფი და მოქნილი. ფეხების მოძრაობით გამოირჩევა სხვა ძაღლებისაგან და მისი სირბილი მოგვაგონებს მგელის სირბილს. ფეხები მოძრაობისას ერთმანეთს არ ეხება და მოძრაობს სიმეტრიულად. რაც უფრო სწრაფია ჰასკი, გვეჩვენება რომ ის მით უფრო მსუბუქია, და გვჩება შთაბეჭდილება თითქოს ფრინავს დედამიწის ზედაპირზე.


ზომა და წონა:
ზომა ძუსა და ხვადს შორის ძალიან არ განსხვავდება. ხვადი: 53-60 სმ. ძუ:50-56 სმ. წონა: ხვადი:20-28 კგ. ძუ: 15-23 კგ. (ნაკლი - ძალიან მაღალი, ან ძალიან დაბალი). 


სუნი
ბუნებამ და გარემო პირობებმა, საიდანაც ეს სახეობა წამოვიდა, გადააქციეს ისინი აბსოლიტურად უსუნო ძაღლებად, რაც პრიალა ბეწვის დამსახურება. პრიალა ბეწვი ფაქტიურად არ იდებს ჭუჭყს. შეგვიძლია ჩავატაროთ პატარ ცდა, ჰასკის ზურგზე დავასხათ 1 ჭიქა წყალი. წყალი დაესხმება ზურგზე და გვერძე გადაგორდება, ისე რომ ბეწვი ფაქტიურად არ დასველდება და სისველე არ შეაღწევს ბეწვის შიგნით. თუმცა თუ ძაღლს ხშირად აბანავებთ (მაგალითად გაგრილების მიზნით) შესაძლებელია გარკვეული დროის მერე გაუჩნდეს სუნი. 


ხასიათი
მეგობრული, წყნარი, არააგრესიული, ხალისიანი, პატრონის ერთგული. არ გამოიყენება ფრინველზე სანადიროდ, არც სოროში. ნადირობს, მაგრამ არ მოაქვს ნანადირევი. თუცა ცხოველზე სანადიროდ დაყავთ ლაიკებთან ერთად: დათვზე, ტახზე, მაჩვზე, მელაზე, კურდღელზე და ა.შ. (მიუხედავად იმისა რომ ნადირობა არ არის მისი საქმე). არ გააჩნია ტერიტორიის დაცვის ინსტინქტი, ამიტომ არ გამოიყენებენ სადარაჯოდ. არის საკმაოდ ჯიუტი, თუმცა უჭკვიანესი, შესაძლებელია ნებისმიერი რამის სწავლება. აგრესიის სწავლება უმეტესად მთავრდება ხოლმე ფსიქიკის არევით, და იღებს სავალალო შედეგებს. ჰასკი ადვილად ეგუება ახალ საცხოვრებელ ადგილს, და არ უყვარს დახურული, პატარა ტერიტორია (მაგ: კორპუსში ცხოვრება და ა.შ.). მათ აქვთ მიდრეკილება უცხო ტერიტორიების დათვალიერების, ამიტომ რეკომენდირებულია მათი სეირნობა საყელოთი, და არ აუშვათ თუ არ ხართ 100%-ით დარწმუნებული იმაში, რომ ის არ გაგექცევათ. ის ადვილად სწავლობს კარების გაღებას, კარგად ხტება და შეუძლია ადვილად გადავიდეს მაღალ ღობეზეც კი. ჰასკი ადვილად სწავლობს, რომ სახლში არ უნდა მოისაქმოს, და ასეთ შემთხვევაში, ისე ატყობინებს პატრონს რომ გარეთ გაიყვანოს.


მოვლა-პატრონობა:
წარმომავლობიდან გამომდინარე ჰასკის ძირითადი საკვები საშუალება იყო თევზი და მათი ნარჩენებისგან დამზადებული საკვები, ე.წ. „ტრიბუხა“, თუმცა დღევანდელ პირობებში ის შეეგუა ნებისმიერი ტიპის საკვებს. რეკომენდირებულია ერთიდაიგივე დროს, ერთიდაიგივე საკვები ვაჭამოთ. სხვა საკვებზე გადასვლა უჭირს, ამიტომ ხშირად ეშლება კუჭი. წელიწადში ორჯერ გამოიმუშავებს სპეციფიკური სითხეს, ბეწვზე, ამიტომ ხშირი დაბანა არ არის რეკომენდირებული, განსაკუთრებით ლეკვობისას, რადგანაც ეს სითხე იცავს არა მარტო ტემპერატურისაგან, არამედ ბაქტერიებისაგანაც. აუცილებელია ხშირი გასეირნება, დილა-საღამოს მაინც. რეკომენდირებული არის ხშირი ვარჯიში: სირბილი, ცურვა და ა.შ.


ნადირობის ინსტინქტი
წარსულში, ჩუქჩებთან, სადაც ჰასკი ცხოვრობდა, მიზანშეწონილი იყო ძაღლების გამოკვება მხოლოდ ზამთარში, ხოლო ზაფხულში მათ აუშვებდნენ და თვით გამოკვებაზე გაუშვებდნენ. ამიტომ ჰასკის განუვითარდა თვითგადარჩენის ინსტინქტი და გაუჩნდა ნადირობის პოტენციალი. ისინი ნადირობდნენ თაგვებზე, ციყვებზე, პატარა ფრინველებზე, კურდღელზე და გამოიკვებავდნენ თავს. დღესდღეობით, სახლის პირობებში თუ იზრდება ჰასკი, მაგალითად კატასთან ან თუთიყურშთან ერთად, ის მომავალში არ დაიწყებს მათზე ნადირობას, მაგრამ, თუ ის იზრდება მარტო, კატის დანახვაზე აუცილებლად გაეკიდება მას მოკვლის მიზნით. ამიტომ ხშირია ხოლმე პრობლემები მეზობლებთან. 
ჰასკის ნადირობა კარგად არის ასახული ვოლტ დისნეის ფილმში „Eight Below”, სადაც ისინი ჭკვიანურად და გუნდურად ნადირობენ, როგორც ფრინველზე, ისე ცხოველზც.


ციმბირული ჰასკი - გენიალური მსახიობი და შოუმენი


მეტელი - ციმბირული ჰასკი, რომელმაც ითამაშა მგელის როლი „მოსფილმის“ სერიალებში და ფილმებში „След“, „Закон и порядок“, „Сыщики“, „Нежный барс“, „По ту сторону волков“, „Тайга. Курс выживания“ და სხვა.
დიფენბეიკერი - ერთგული ძაღლი, კანადურ სერიალ „Due South“-ის მთავარი გმირის კონსტებლ ფრეიზერის დამხმარე.
შედოუ - პოლიციელი ძაღლი, ცნობილი კომპიუტერული თამაშის „Dead To Rights“-ის მთავარი გმირის ჯეკ სტეიტსის ერთგული მეგობარი.
მიშკა - მოლაპარაკე ძაღლი, იუთუბის ვარსკვლავი, თითოეულ ვიდეოს აქვს მინიმუმ 5 მილიონი ნახვა. მრავალი ამერიკული შოუების მონაწილე. ძაღლს გააჩნია თავისი ტვიტერის ვეგბვერდიც. 


ფილმები ჰასკების მონაწილეობით: 
 „Eight Below“ (2006)
 „Snow Dogs“ (2002)
 „Iron Will” (1994)
 „Le dernier trappeur“ (2008)
 “White Fang” (1991)
 “White Fang 2: Myth of the White Wolf” (1994)


მულტფილმები:
„ბოლთო“, „ბოლთო 2“ და „ბოლთო 3“ 


წყარო: