Thursday, May 10, 2012

ლაბრადორ-რეტრივერი


სიმაღლე ხვადი 56-57სმ,  ძუ 54-56სმ.
წონახვადი  40-45კგ.,  ძუ  30-40კგ.
სიცოცხლის ხანგრძლივობა: 12-15წ.
წარმომავლობა: დიდი ბრიტანეთი






                   წარმომავლობა 


ლაბრადორის წარმოშობის ზუსტი თარიღი დაუდგენელია, თუმცა ცნობილია, რომ მისი წინაპრები სამხრეთამერიკელი ინდიელების ძაღლები იყვნენ, რომლებიც მეთევზეებს ბადეების ამოღებაში ეხმარებოდნენ. პირველად ევროპელებმა ეს შრომისმოყვარე ძაღლები ქალაქ სენტ-ჯონსის(კუნძულ ნიუფაუნდლენდის ეკონომიკური ცენტრი) პორტში აღმოაჩინეს. ამიტომ თავდაპირველად მათ სენტ-ჯონსის სახელი შეარქვეს. აღსანიშნავია ისიც, რომ ამ ჯიშის სახელის წარმოშობასთან დაკავშირებით, რამდენიმე ვერსია არსებობს. პირველი ვერსიით, ლაბრადორი შავი ფერის იყო. ამ შეფერილობით მათ ლაბრადორიტის ქვას ამსგავსებდნენ და შესაძლოა ამიტომ მიიღეს ეს სახელწოდება. მეორე ვერსიით, ლაბრადორის წინაპრები ნახევარკუნძულ ლაბრადორიდან იყვნენ. მესამე ვერსიის თანახმად ლაბრადორები პირველად პორტუგალიელებმა ნახეს და მათი შრომისმოყვარეობით მოხიბლულებმა ლაბრადორი ანუ მშრომელი უწოდეს.





              ჯიშის აღწერა 

 რეტრივერი მონადირე ძაღლის ჯიშებს მიეკუთვნება. რეტრივერის სხვადასხვა ჯიშის სახეობებია გავრცელებული, რომელთა შორის ევროპასა და ამერიკაში საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს ლაბრადორ-რეტრივერი, გოლდენ(ოქროსფერი) რეტრივერი, ახალშოტლანდიური რეტრივერები. რეტრივერის განსაკუთრებული ყნოსვის უნარი გააჩნია, ბრწყინვალე მახსოვრობით გამოირჩევა, მძლავრი კონსტიტუციური აგებულებისაა, ამასთან-ძალზე ძლიერი და ამტანიც. ლაბრადორი მძლავრი აგებულების, ძალზე აქტიური ძაღლია. აქვს მოკლე და ხშირი ბეწვი. გრძელი თავის ქალა აქვს. ყბა საშუალო სიგრძის, მაგარი. ცხვირი გრძელი, ლამაზი ფორმის. თვალები-საშუალო ზომის, თაფლისფერი და ტყის კაკლის ფერი. ყურები-ჩამოკიდებული, მოკლე და მსუბუქი. კისერი-ძლიერი, მაგარი. თათი-მრგვალი, კარგად განვითარებული. კუდი- სქელი, სშუალო სიგრძის. შეფერილობა-შავი, ყვითელი, თეთრი.



 ხასიათი 


ლაბრადორი ჭკვიანი, ყურადღებიანი და დამჯერი ძაღლია, რომელიც მუდამ მზად არის, თავის პატრონს რამეთი ასიამოვნოს, ხასიათით მეგობრულია და ამასთანავე არ გამოირჩევა ზედმეტი აგრესიულობით.


 დანიშნულება

ლაბრადორის შესაძლებობები მრავალმხრივია. ის არის კარგი მონადირე, ერთგული მეგობარი, იდეალური კომპანიონი. ლაბრადორ რეთრივერი შეიძება გამოყენებული იყოს როგორც სამსახურეობრივი ძაღლი, რადგანაც არის ერთგული გამცილებელი და მხედველობა დაქვეითებული ადამიანებისათვის შესანიშნავი გზამკვლევი. ლაბრადორის შესაძლებლობებს იყენებენ როგორც ნარკოტიკების, ასევე ასაფეთქებელი საშუალებების ძიებისას. არის კარგი მაშველი.



წყაროს სანახავად დააჭირედ შესაბამის   ბმულს



Saturday, May 5, 2012

სენბერნარი & კანე კორსო

სენბერნარი - დიდი, ხშირბეწვიანი ძაღლის ჯიში. პირველად მე-XVII საუკუნეში გამოიყვანესსენ-ბერნარის მონასტრის ბერებმა. მონასტერი მაღალმთიან ალპებში მდებარეობს. სენბერნარები სიცივეს კარგად იტანენ და შესანიშნავი ორიენტაციის უნარი აქვთ. ამიტომ შეეძლოთ, დახმარებოდნენ მეგზურებს, რომლებსაც ხალხი სენ-ბერნარის სახიფათო უღელტეხილზე გადაჰყავდათ.







კანე კორსო — უძველესი იტალიური ჯიშის ძაღლი. მას იყენებდნენ დიდ ცხოველებზე სანადიროდ, სასახლეების და ეკლესია მონასტრების დასაცავად, პირად მცველებად და ბრძოლებში. ეს ჯიში სამოცდაათიანი წლების ბოლოს გადაშენების პირას იყო, მაგრამ იტალიელი მეცნიერის ჯოვანი ბონატის ძალისხმევით გადარჩა. დღეს მას მრავალი ქვეყნის ძაღთსაშენებში ამრავლებენ.
კანე კორსოს აქვს მსხვილი ძვლები და კარგად განვითარებული მუსკულატურა. აქვს განიერი თავი სამკუთხედი ჩამოკიდებული ყურები, ყურებს და კუდს ხშირ შემთხვევაში უკეთებენ კუპირებას. შეფერილობა შავი, რუხი, ალიფერი და ვეფხვისფერი.
კანე კორსო არის პატრონის და მისი ოჯახის ერთგული ძაღლი. გაწონასწორებული ფსიქიკით და ადვილად იწვრთნება. არის უაღრესად მამაცი და არასდროს არ იხევს უკან. საფრთხის დროს ყოველთვის იღებს სწრაფ და სწორ გადაწვეტილებას. თუ ძაღლი გყავთ კორპუსის ბინაში მას ჭირდება ხშირი ფიზიკური დატვირთვა.
კანე კორსო მსოფლიოში ერთერთი საუკეთესო სამსახურო ძაღლია. მას იყენებენ ობიექტების დასაცავად, პირად მცველებად, აგრეთვე იყენებენ პოლიციაში. იგი იმდენად გონიერი ძაღლია რომ თავისუფლად შეუძლია ძიძის მაგივრობა გაუწიოს ბავშვს.

წყაროს სანახავად დააჭირეთ ბმულს

ინგლისური კოკერ-სპანიელი

      ინგლისური კოკერ-სპანიელი — ძაღლის ჯიში, რომელიც ხელოვნური მეთოდით გამოიყვანეს XIX საუკუნეში. ამ ძაღლის შექმნის პირველადი მიზანი იყო იდეალური სანადირო ძაღლის შექმნა. 1902 წელს ის ოფიციალურად აღიარეს ძაღლის ჯიშად. თანამედროვე ინგლისური კოკერ-სპანიელი ძლიერ შეიცვალა პირველი მდგომარეობიდან.
     იერსახე:ინგლისური კოკერსპანიელი იდეალურადაა დაწყობილი.
  • თავი დიდია, მაგრამ აქვს სწორი ფორმა, თვალები მრგვალია, მუქია, გრძელი ყურები დაბლაა ჩამოწეული.
  • ისინი ძალიან აქტიური და მხიარული ძაღლები არიან რის გამოც მათ აქვთ განვითარებული კუნთები.
  • მათ აქვს ბევრი განსხვავებული ფერი.
  • ბეწვი საშუალო ზომისაა და ფუმფულაა.
  • ისინი შესანიშნავად ცურავენ


ხასიათი
ინგლისური კოკერ-სპანიელი — ესაა ნამდვილი სანადირო ძაღლი, ჩვენ შეგვიძლიათ ის დავარქვათ სპორტული, რადგან ის მუდან მოძრაობს. ის რომ ისინი ურთიერთმოყვარე და მეგობრულები არიან ეს არ ნიშნავს რომ მას არ შეუძლია დაიცვას სახლი, ისინი მგრძნობიარეები არიან ადამიანის განწყობილებაზე. მათ აქვთ ძლიერი ყნოსვა და მხედველობა     

                                               მოვლა


მათი მოვლა საკმაოდ ადვილია, ის უნდა ვვარცხნოდ რეგულარულად. არის პრობლემა - გრძელი ყურები რომლებიც ხშირად ეთრევათ დაბლა (მაგალითად დასუნვის და ჭამის დროს) ჩვენ უნდა ვიზრუოთ ყურების სისუფთავეზე და ჯანმრთელობაზე იმიტომ რომ ეს სუსტი ადგილია მსგავსი ძაღლებისთვის. არ ღირს ბევრი საჭმელის დაყრა მისთვის.

ინგლისური კოკერ სპანიელების სიცოცხლის ხანგრძლივობა დაახლოებით არის 11-12 წელი.









  • წყაროს სანახავად დააჭირეთ ბმულს

    .



გერმანული ნაგაზი


ხასიათი: გერმანული ნაგაზი – ყველაზე ძლიერი და, მრავალი მეძაღლის მოსაზრებით, ყველაზე ჭკვიანი ძაღლია. იგი მამაცი, გონებამახვილი, პატრონის ოჯახის მიმართ არაჩვეულებრივად ერთგული ძაღლია, მეგობრულია ბავშვებთან, ადვილად იწვრთნება, ეჭვიანია უცხოებისადმი, ფხიზელი და ყურადღებიანია, უყვარს მუშაობა, აქვს თვითსწავლების შესანიშნავი უნარი.

გამოყენება. გერმანული ნაგაზი არ არის მხოლოდ შესანიშნავი მწყემსი და დარაჯი საველე საქონლისათვის. ეს ძაღლები მამაცად იბრძოდნენ მეორე მსოფლიო ომის დროს. ისინი მსახურობენ პოლიციაში (მათ კვალის აღება რამდენიმე დღის გასვლის შემდეგაც კი შეუძლიათ), ჯარში, მუშაობენ წითელ ჯვარში, მათ იყენებენ ადამიანთა საძებნად მიწისძვრებისა და ჩამოზვავებების დროს, იყენებენ მაშველთა როლში წყალში, მთებში, ხანძრების დროს. არ არის არაფერი ისეთი, რასაც ისურვებთ ძაღლისაგან და ამას არ გააკეთებს გერმანული ნაგაზი. იგი უბადლო პირადი მცველია თავისი შესანიშნავი დაცვითი რეფლექსისა და ელვისებრი შეტაკებების წყალობით.
























წყაროს სანახავად დააჭირეთ ბმულს

კურცხალი


          კურცხალი




      კურცხალი (გერმ. Kurzhaar) — მოკლებეწვიანი მეძებარი ძაღლის ჯიში. კონინენტურ მეძებართა შორის ფართოდაა გავრცელებული. გამოყვანილია გერმანიაში XIX საუკუნის დამლევს ადგილობრივი, ფრანგული და ესპანური მეძებრების შეჯვარებით. ექსტერიერისა და საველე თვისებების გასაუმჯობესებლად აჯვარებდნენ ინგლისურ პოინტერთან. ამავე პერიოდში შემოიყვანეს რუსეთში, შემდეგ მცირე რაოდენობით აქართველოშიც გავრცელდა. კურცჰაარისთვის დამახასიათებელია მაგარი მშრალი ტიპის კონსტიტუცია, გაწონასწორებული და მოძრავი ტემპერამენტი, კარგად განვითარებული ძვალ-კუნთოვანი სისტემა. ძებნის დროს მოძრაობს ზომიერი ოთხით ან სწრაფი ჩორთით. აქვს უნივერსალური ყნოსვა, კარგად მოაქვს მოკლული ფრინველი. ხვადის სიმაღლეა 62-66 სმ, ძუსი 58-64 სმ. ყავისფერია, ზოგჯერ ყავისფერლაქებიანი ან კოპლებიანი თეთრი. საშუალოდ კურცჰაარი ცხოვრობს 12-14 წელს.

კუდის 2/3-ს დაბადენიდან მე-3 დღეს აჭრიან.

    











წყაროს სანახავად დააჭირეთ ბმულს

პუდელი

პუდელი
     პუდელი —ძაღლის ჯიშია რომლის ზუსტი წარმომავლობა დღემდე უცნობია, ნაწილი თვლის რომ ის საფრანგეთში  წარმოიშვა, მეორე ნაწილის აზრით პუდელის სამშობლო გერმანიაა. არსებობს ვერსია რომ მისი წინაპრები მონადირე ძაღლები იყვნენ.
     პუდელი არის პატარა ტანის ძაღლი დახვეული ბეწვით. შეფერილობა-შავი, თეთრი, ყავისფერი, ოქროსფერი და ვერცხლისფერი ბეწვით.
     პუდელი არის ძალიან მხიარული, ჭკვიანი და მოძრავი ძაღლი. უყვარს სეირნობა და თამაში. ადვილად ექვემდებარება წვრთნას. კეთილგანწყობილია ოჯახის ყველა წევრის მიმართ.
      პუდელი არის მთელს მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული დეკორატიული ძაღლი.მისი მონაცემებია:  სიმაღლე: ხვადი 24-28სმ, ძუ 20-25სმ. წონა: ხვადი 2,5-3, ძუ 2-2,5. სიცოცხლის ხანგრძლივობა: 12-15 წელი წარმომავლობა: საფრანგეთი, გერმანია.


                                                    
წყაროს სანახავად დააჭირეთ ბმულს

Friday, May 4, 2012

10 ყველაზე ჭკვიანი ძაღლის ჯიში

Add caption
 საზოგადოებაში გავრცელებული სტერეოტიპები ხშირად ადამიანებს ხელს უშლის ძაღლის შერჩევაში, მაგალითად ის რომ როტვეილერი აგრესიულია, დობერმანი კაციჭამია, ბოქსიორი არამდგრადი ხასიათის, ეს რა თქმა უნდა სწორი არ არის. მთავარია როგორ გავზრდით ძაღლს და როგორ ცხოვრების წესს შევაჩვევთ. ასე რომ ჩემი თხოვნა იქნება როცა გადაწყვეტთ ძაღლის შეძენას, გარგად გაიაზრეთ რისთვის, და რატომ გინდათ ის.
კიდევ ერთი ფაქტი, და ყველაზე მნიშვნელოვანი, გთხოვთ ნუ გამოიყენებთ ძაღლებს საჩხუბრად და მათი ტკივილის ხარჯზე ფულის გამომუშავებას!
1.ავსტრალიური მენახირე                         6. დობერმანი
2. როტვეილერი                                    7. ოქროსფერი რეტრივერი
3. პაპილონი                                        8. გერმანული ნაგაზი
4. ლაბრადორ რეტრივერი                         9. პუდელი
5. შოტლანდიური მეცხვარე                       10. ინგლისური კოლი


  • სურვილის შემთხვევაში უფრო ვრცლად ყველა ამ 10 ჯიშის შესახებ იხილეთ შემდეგ ბმულზე